2.პროექტის მთავარი იდეა: მსოფლიოში არსებულ ცნობილ
ადამიანთა შორის ბავშვები აირჩევენ მათთვის ყველაზე საინტერესო პიროვნებებს, მოიძიებენ
ინფორმაციებს და წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას.
3.პროექტის აქტუალობა: ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის
მოძიებისას ბავშვები უკეთ გაიცნობენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს .
4.პროექტის მიზნები: კვლევის, კომუნიკაციის და კრიტიკული
აზროვნების განვითარება;პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება; იფორმაციის მოძიების, დამუშავების
და შენახვის ტექნოლოგიების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 15 წელი;
6.ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; კედლის გაზეთი“ცნობილი ადამიანები“; შეიქმნება
ბლოგი და განთავსდება ელექტრონული მასალები,სურათები და ვიდეოკოლაჟი;
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ლექსიკონი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის
შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.მოსწავლეები
მოიძიებენ არჩეული ცნობადი სახეების შესახებ ინფორმაციებს: რა დარგში გახდნენ ისინი
ცნობილი; რა დამსახურებებით იცნობს მათ საზოგადოება; მოიძიებენ საჭირო სურათებსა და
შექმნიან ვიდეოკოლაჟს;შეიქმნება კედლის გაზეთი;შეიქმნება პროექტის ანგარიში; პროექტის პრეზენტაცია
მოხდება სკოლის პედაგოგების,მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. დასასრულს მოსწავლეები
შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ისტ,ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ლორთქიფანიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: