Tuesday, February 18, 2014

1.
პროექტის სახელწოდება: ცნობილი ადამიანები;
2.პროექტის მთავარი იდეა: მსოფლიოში არსებულ ცნობილ ადამიანთა შორის ბავშვები აირჩევენ მათთვის ყველაზე საინტერესო პიროვნებებს, მოიძიებენ ინფორმაციებს და წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას.
3.პროექტის აქტუალობა: ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ბავშვები უკეთ გაიცნობენ მათთვის საინტერესო ადამიანებს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს .
4.პროექტის მიზნები: კვლევის, კომუნიკაციის და კრიტიკული აზროვნების განვითარება;პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება; იფორმაციის მოძიების, დამუშავების და შენახვის ტექნოლოგიების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი: 15 წელი;
6.ვადები/ხანგრძლივობა:ორი თვე;
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები; კედლის გაზეთი“ცნობილი ადამიანები“; შეიქმნება ბლოგი და განთავსდება ელექტრონული მასალები,სურათები და ვიდეოკოლაჟი;
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ლექსიკონი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები.მოსწავლეები მოიძიებენ არჩეული ცნობადი სახეების შესახებ ინფორმაციებს: რა დარგში გახდნენ ისინი ცნობილი; რა დამსახურებებით იცნობს მათ საზოგადოება; მოიძიებენ საჭირო სურათებსა და შექმნიან ვიდეოკოლაჟს;შეიქმნება კედლის გაზეთი;შეიქმნება პროექტის ანგარიში; პროექტის პრეზენტაცია მოხდება სკოლის პედაგოგების,მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ,ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო ლორთქიფანიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: